- პროექტის სახელი: ბოტულიზმი.
- პროექტის მოკლე აღწერა: რა არის ბოტულიზმი და მისი გამომწვევი მიზეზები
- პროექტის სრული აღწერა: პროექტის მიზანია გავარკვიოთ ბოტულიზმის წარმოშობის მიზეზები და მისი უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ბოტულიზმი ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებაა, რომელსაც იწვევს არასწორად მომზადებული სხვადასხვა ბოსტნეულის კონსერვი, შებოლილი თევზი, ძეხვი. ბოტულიზმით დასნებოვნება ხშირ შემთხვევაში სიკვდილით მთავრდება. ვინაიდან დაბა ნასაკირალის მაცხოვრებელთა 90% სარგებლობს სახლში დამზადებული ბოსტნეულის კონსერვით,მათთვის მნიშვნელოვანია ფლობდნენ ინფორმაციას ბოტულიზმის შესახებ. კლასს ვყოფ 4 ჯგუფად . I ჯგუფს ვაძლევ დავალებას დამხმარე ლიტეტარისა და ინტერნეტის მეშვეობით მოიძიონ ინფორმაცია ბოტულიზმის გამომწვევი მიზეზების შესახებ. II ჯგუფს ვავალებ მოიძიონ ინფორმაცია დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ. III ჯგუფს ვაძლევ დავალებას მოიძიონ ინფორმაცია რა პირველადი სამედიცინო დახმარება უნდა გავუწიოთ ბოტულიზმით დაავადებულს ოჯახურ პირობებში. IV ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას როგორ უნდა დაამზადონ ბოსტნეულის კონსერვი სწორად ოჯახურ პირობებში,რომ თავიდან ავიცილოთ ბოტულიზმი.
- მოსწავლეთა ასაკი: 12–13წელი
- ვადის ხანგრძლივობა:5 დღე.
- პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები სახავენ ამოცანებს, ინაწილებენ ფუნქციებს, ასრულებენ დასახულ საქმიანობებს.
- მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ეცნობიან დაავადების სიმპტომებს და სახავენ მასთან ბრძოლის გზებს.
- სარგებელი სხვისთვის: რამდენად მძიმე დაავადებაა ბოტულიზმი, გავაცნობთ საზოგადოებას როგორ აიცალონ ის თავიდან.
- სამუშაო ენა: ქართული.
- საგნებთან კავშირი: ბიოლოგია. ინფორმატიკა.
- პროექტის ფასილიტატორი: თ. პატიეშვილი.
- ფასილიტატორის ელ.ფოსტა: tpatieshvili@gmail.com
სასწავლო პროექტი
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий